Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ახალ წლამდე გაუხანგრძლივა შინაპატიმრობა მაიკლ კალვის


მაიკლ კალვი
მაიკლ კალვი

მოსკოვის სასამართლომ მომავალი წლის 13 იანვრამდე გაუგრძელა შინაპატიმრობის ვადა ამერიკელ ინვესტორ მაიკლ კალვის, საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებელს.

სასამართლო გაიმართა 8 ოქტომბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ხუთი დღით ადრე.

კალვი და საინვესტიციო ფონდის სხვა მენეჯერები და თანამშრომლები მოსკოვში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, რასაც ყველა დაპატიმრებული უარყოფს.

მაიკლ კალვის პატიმრობა აპრილში შინაპატიმრობით შეუცვალეს.

რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი საინვესტიციო ფონდის „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებლის დაპატიმრებამ პანიკა გამოიწვია მრავალ უცხოელ ინვესტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებში, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს პროკურატურისა და სასამართლოს მოტივაცია.

XS
SM
MD
LG