Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექციამ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერა


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ, ხარაგაულში გვირაბის მშენებლობისას დაღუპული მუშის საქმეზე, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს სამუშაო პროცესი შეუჩერა და ობიექტი 50 000 ლარით დააჯარიმა.

„მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის გამო, უბედური შემთვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ობიექტს შეუჩერდეს სამუშაო პროცესი და დაეკისროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექციის თანახმად, ობიექტი აქამდეც გააფრთხილეს, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება შრომის უსაფრთხოების დაცვის სტანდარტი.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, უბედური შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა. 41 წლის დასაქმებულს (თ.ჩ.) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა.



XS
SM
MD
LG