Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილს აქცია გორის მერიასთან ურნის თავზე დამხობის წლისთავზე


სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა გორში მერიის შენობის წინსაპროტესტო აქცია გამართა ორგანიზაცია ,,სირცხვილიას" წევრებთან ერთად.

„გორს სამარცხვინო მერი ჰყავს“,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სამოქალაქო აქტივისტს გორის მერიასთან ინციდენტი შეემთხვა. მაშინ მაქარაშვილი გორის მერის გამონათქვამებს აპროტესტებდა და მერიის კიბეებზე საკენკი და ფუნა დაყარა. მერიის ერთ -ერთმა მოხელემ თემურ მანველიშვილმა მაქარაშვილს ფუნით სავსე ურნა თავზე დაამხო. სასამართლო პროცესები ამ საქმეზე ამ დრომდე გრძელდება.

2018 წლის ოქტომბერში გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. მაქარაშვილი აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებას, თითქოს აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა. სამართალდამცავებმა გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს, თუმცა უფლებადამცველები მოითხოვდნენ საქმის წარმოებას არაადამიანური მოპყრობის მუხლით. საქმეს კვალიფიკაცია არ შეცვლია, გამოძიება გრძელდება, პროკურატურამ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

გასული წლის ნოემბერში გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ადმინისტრაციის უფროს თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა. თემურ მანველიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

XS
SM
MD
LG