Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს უკვდავი პოლკი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა


იუსტიციის სამინისტროს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა „პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი". ორგანიზაციას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მისი ხელმძღვანელი რევაზ გოგიძეა.

„Бессмертный полк" რუსული პროექტია, რომელსაც დანაყოფები აქვს ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. მოძრაობის მიზანი „სამამულო ომში" დაღუპულთა ხსნოვნის უკვდავყოფაა.

„უკვდავი პოლკის" წევრები და მათი მხარდამჭერები 9 მაისს საქართველოშიც აწყობენ აქციებს.

„უკვდავ პოლკს“ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG