Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბამ ბოლო 43 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი აირჩია


კუბის ახალი პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი
კუბის ახალი პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი

კუბის პარლამენტმა - ეროვნულმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია მიგელ დიას-კანელი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 605-დან 579-მა დეპუტატმა. კუბის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას სულ 17 კანდიდატი აცხადებდა.

კუბის პრეზიდენტის პოსტი 1976 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ქვეყნის მეთაურად ითვლებოდა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტის პოსტი 2019 წლის დასაწყისში მიღებული ახალი კონსტიტუციით აღდგა. კუბის პარლამენტი პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევს.

მიგელ დიას-კანელი 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა კუბის სახელმწიფო საბჭოს. ფიდელ კასტროს მეთაურობით 1959 წელს მომხდარი კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ამ თანამდებობას მხოლოდ კასტროს ოჯახის წარმომადგენლები იკავებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG