Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს


ილია ჯიშკარიანი
ილია ჯიშკარიანი

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროცესის ადგილზე ჩატარების გადაწყვეტილება სამედიცინო ცნობის საფუძველზე მიიღო:

„ექიმის ცნობაა და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ადგილზე ჩავატარო პროცესი“, - აღნიშნა არსენ კაპატოზიშვილმა, თუმცა არ დააზუსტა, კონკრეტულად რა ეწერა სამედიცინო ცნობაში. „ეს არის კონფიდენციალური პაციენტი“, - განაცხადა მოსამართლემ „ნიუ ჰოსპოტალსში“ დაგეგმილი გასვლითი სხდომის დაწყების წინ.

საავადმყოფოში, საკრებულოს წევრის, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესი დაიწყო. ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წაუყენა.

XS
SM
MD
LG