Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა


ხაშურის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უკეთდება ქალს, რომელიც ცოტა ხნის წინ ყოფილმა ქმარმა დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ქალი სანადირო თოფით თავშია დაჭრილი. მას ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვების ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდება ეს კონფლიქტი, რა დროსაც კაცმა სანადირო თოფი გამოიყენა. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს ხაშურის საავადმყოფოში ახლა სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

XS
SM
MD
LG