Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიას უსამძიმრებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა იაპონიაში, ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო.

„სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

15 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, ტაიფუნმა 68 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 15 დაკარგულად ითვლება.

„ჰაგიბისმა“, რომელიც იაპონიას თავს გასული კვირის ბოლოს დაატყდა,15 პრეფექტურაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა ნაგანოს პრეფექტურა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები და მდინარეებზე არსებული დამბები. სტიქიის გამო შეფერხდა ელექტროენერგიით და წყლით მომარაგება.

იაპონიის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ზარალის სრული მასშტაბი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან წყალდიდობის გამო, შესაბამის სამსახურებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა ყველა რაიონზე.

XS
SM
MD
LG