Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით გარდაბანში 2 პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. დააკავა. გამოძიების თანახმად, ფ.ა.-მ გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა, რაშიც მას თანამზრახველობას ი.ა. უწევდა.

გამტაცებლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის მკვიდრი, 2000 წელს დაბადებული ბ.გ. მარნეულის მიმართულებით წაიყვანეს. სოფელ ქეშალო 2-ში მისვლისას გოგომ გაქცევა შეძლო, მისი გამტაცებლები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამტაცებლები თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG