სტაჟიანი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ კენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. გამოძიების ყურადღების ცენტრშია 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ამ საუბრისას ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, მის პირად ადვოკატთან, რუდი ჯულიანისთან და გენერალურ პროკურორ უილიამ ბართან ითანამშრომლოს, რათა გამოძიებულ იქნეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო კავშირი კორუფციასთან.
კენტის მოსმენამდე ერთი დღით ადრე, ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპისა და რუსეთის საკითხების ყოფილი დირექტორი ფიონა ჰილი მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა კონგრესმენთა შეკითხვებს, რის დროსაც განაცხადა, რომ „შენიშნა დარღვევა უკრაინასთან დაკავშირებით და ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა“.
როგორც ჰილმა უთხრა კონგრესის კომიტეტებს, ერთ-ერთი სკანდალური დეტალი, რაც წყაროებმა გამოავლინეს, არის ის, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა შიში გამოხატა, რომ ტრამპის პირადი ადვოკატი ჯულიანი არის „ხელყუმბარა“, რომელიც „ყველას ააფეთქებს“. ჰილის თანახმად, ბოლტონმა ტრამპის გარემოცვის მოქმედებებზე თქვა, რომ ეს „ნარკოტიკებით ვაჭრობას“ ჰგავს.
დაწერეთ კომენტარი