Accessibility links

გიორგი გახარია პედაგოგებს: არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის მოგერიდოთ


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფასეულობების დონეზე, რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, საოკუპაციო ხაზთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი:

„ამიტომ ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, რეგიონებში ყველა გასვლა პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყება და გაგრძელდება მედიკოსებთან, პოლიციასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებით.

„ამას არ აქვს მიზანი, გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს.

არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა. იმედი მაქვს, რომ შევძლებ პასუხების გაცემას თქვენს მწვავე კითხვებზე და დაგანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველანაირი ზედმეტი პირფერობის გარეშე თითოეული ადამიანის ღირსების, მისთვის კომფორტული, მშვიდი პირობების შექმნა და ის, რომ ყოველდღიურად იზრუნოს პირველ რიგში თავის ოჯახზე, შემდგომ ქვეყანაზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ გორში პედაგოგებთან შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG