Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამგებელი: კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, მინიმუმ ერთი კვირით საცხოვრებლად გამოუსადეგარია


ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე, N 34-ში მდებარე 16-სართულიანი კორპუსი, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადითაა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდება დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად საშიშია, დაზარალებულებს მერია ქირით გაიყვანს.

კორპუსიდან 77 ოჯახია ევაკუირებული. დაზარალებულებს ბინებში პირველადი მოხმარების ნივთების ასაღებადეტაპობრივად უშვებენ.

„ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს, ვინც სურვილს გამოთქვამს, სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ.

ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

XS
SM
MD
LG