Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში ხელისუფლებას "წითელი ბარათები" უჩვენეს


აქცია თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისათვის წითელი ბარათების ჩვენებით დასრულდა.

აქციაზე, რომელიც საღამოს 18 საათიდან მიმდინარეობდა, შეკრებილებს მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ორგანიზატორები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავდნენ. ისინი თავიანთ გამოსვლებში შეეხნენ "რუსულ ოკუპაციას, ერთპიროვნულ მმართველობას, 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს, ყურძნის დაბალ ფასსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს".

აქციის მონაწილის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მან ოპოზიციას ამომრჩევლის კონსოლიდირებისკენ მოუწოდა.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" შემდეგი აქციის გამართვას ზუგდიდში გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG