Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს მდივანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით მოუსმენენ


გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 22 ოქტომბერს მოუსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG