Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი რუსეთში ჩადის სირიის შესახებ მოლაპარაკებისთვის


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი 22 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მართავს მოლაპარაკებას ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში არსებულ ვითარებაზე, სადაც თურქეთმა ქურთთა ძალების წინააღმდეგ დაიწყო შეტევა.

ამავე დღეს ეწურება ვადა ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ ადგილებში, სადაც თურქეთი ცდილობს 120 კილომეტრის მასშტაბის "უსაფრთხო ზონის" შექმნას, თავის საზღვართან ახლოს. ანკარას სურს იქ დაასახლოს 2 მილიონამდე ომის ლტოლვილი, რომლებიც ამჟამად თურქეთს აფარებენ თავს.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთი მიიღებს "აუცილებელ" ზომებს ჩრდილოეთ სირიაში - თქვა ერდოანმა 21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ ფორუმზე, რომელსაც ადგილობრივი მაუწყებელი, TRT მასპინძლობდა.

კრემლის ვებსაიტის თანახმად, შეხვედრა გაიმართება სოჭში და შეეხება "საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების მოგერიების და ვითარების პოლიტიკური გადაწყვეტის გზებს".

ერდოანის რუსეთში ვიზიტს წინ უსწრებს წინა დღით გამართული სატელეფონო საუბარი პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, იმანუელ მაკრონს შორის, რომლის დროსაც გამოითქვა თხოვნა ბრძოლაში პაუზის გახანგრძლივების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG