Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ცნობილი მეცენატები


„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ცნობილი მეცენატები“, - ამგვარად გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის გადაწყვეტილებას.

„ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და აკეთებს. მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განვითარდეს ზოგადად საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება. ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, რომელზეც ყველამ უნდა იზრუნოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკზე" ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მას გადაწყვეტილი აქვს, ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გაიღოს.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG