„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი „ფეისბუკზე" ვიდეომიმართვას აქვეყნებს. როგორც ბერა ამბობს, მას გადაწყვეტილი აქვს, ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გაიღოს.
„ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვე იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ეს არის მოწოდება მოქმედებისკენ.
დღეს მე მინდა, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც დგანან ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის.
იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მანძილზე ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ. პატივისცემით, ოჯახის წევრივით მექცეოდნენ. ასეთივე სიყვარულით მინდა, მათ დავეხმარო ისე, როგორც შემიძლია.
აწონ-დაწონის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია. მჯერა, რომ მას შეუძლია ცვლილებები მოახდინოს. მისი ნდობა შემიძლია.
მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. ეს მოიცავს საკუთარი მძიმე შრომით გამომუშავებულ დანაზოგს და ჩემი ოჯახის კონტრიბუციას. ყველას მოგიწოდებთ, ჩაერთოთ და იმოქმედოთ. ნებისმიერ კონტრიბუციას, რაოდენობის მიუხედავად, აქვს აზრი და მნიშვნელოვანია.
ერთად ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების მიღწევა. მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ“, - ამბობს ბერა ივანიშვილი.