Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ სახალხო დამცველს ილია ჯიშკარიანის საქმის მასალები არ გადასცა


23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, ომბუდსმენმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან მათი მხრიდან რეაგირების შესახებ.

სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, პროკურატურამ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა.

„საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტი თამთა თოდაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG