ყველა 39 პირი, რომელთა გვამებს ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მიაგნეს, ჩინეთის მოქალაქე იყო, დაადასტურა ბრიტანეთის პოლიციამ ადრე გავრცელებული ცნობა.
31 ქალის და 8 კაცის გვამს მიაგნეს ტრაილერ-მაცივარში 23 ოქტომბერს. სატვირთო მანქანა ნახეს სამრეწველო რაიონში, ესექსის საგრაფოში. დააკავეს ტრაილერის მძღოლი, 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი, მო რობინსონი. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის ცნობით, ტრაილერი ინგლისში ჩავიდა ბელგიიდან 19 ოქტომბერს. ავტომობილი რეგისტრირებულია ბულგარეთში ირლანდიის მოქალაქეზე. ტრაილერმა ბულგარეთი დატოვა 2017 წელს და მას მერე იქ აღარ ჩასულა.
მსგავსი ამბავი ადრეც მოხდა ბრიტანეთში, 200 წელს, როცა სატვირთო მანქანაში დაიხოცა 58 ჩინელი მიგრანტი.