Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბაზ სანიკიძე: ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ქვეყნის სვე-ბედზე


პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„მე ვაპირებ უახლოეს დღეებში ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, ალბათ ახალ წლამდე ყველა ვარიანტში. ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე“, - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე ტოკშოუში გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სერიოზული ფაქტორი. როგორც სანიკიძე ამბობს, სააკაშვილი არ არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ფიგურა, არამედ არის - აღმოსავლეთ ევროპის.

„მოგვწონს თუ არა, სააკაშვილი არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ხანდახან გამიკვირდება ხოლმე, არ არის ფორმაში... გაქცეული კაცია და მას ჰყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი“, - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG