Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონტი ჯგუფი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ დარჩენის შესახებ ცნობას არ ადასტურებს


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი, ამერიკული კომპანია „კონტის" განცხადებას bm.ge აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მათ „კონტი ჯგფისგან" (Conti International LLC) წერილი ელ.ფოსტაზე მიიღეს.

წერილის თანახმად, ამერიკული კომპანია აღნიშნავს, რომ ქართული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

„ამ წლის დასაწყისში „კონტი ჯგუფმა" და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებსავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება. დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს იწურება.

მიუხედავად იმისა, რომ „კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ „კონტის“ პოზიცია უცვლელია. „კონტი“ გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას.

ამდენად, „კონტი“ შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტად ვადაში დატოვებისთვის.

„კონსტის“ ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. „კონტი“ მზად არის კონსტრუქციული ურთიერთოებებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთანიმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ," - ნათქვამია bm.ge-ს მიერ გავრცელებულ „კონტის“ განცხადებაში.

25 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Conti International LLC რჩებოდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად.

XS
SM
MD
LG