Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური: ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება ყოველთვე მოუწიოთ გადადგომა


მუმლაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არავინ გაუთავისუფლებიათ, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, საგანგებო სამსახურის ახალი შენობის გახსნისას, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

„არ არიან გათავისუფლებული ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება ყოველთვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?“, - განაცხადა გომელაურმა.

35 წლის დავით მუმლაძე 1 ოქტომბერს გაუჩინარდა, 5 ოქტომბერს კი მისი ნაწამები ცხედარი მტკვარმა გამორიყა რუსთავში. გამოძიების ცნობით, მუმლაძე პოლიციელებმა გაიტაცეს და იმ პირებს გადასცეს, რომლებმაც მოკლეს.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი.

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფება, მან მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობის გახსნაში, იგეგმება ასევე შეხვედრები ექიმებსა და მასწავლებლებთან.

XS
SM
MD
LG