Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სირიაში მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" პრესმდივანი


ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი, სირიის დემოკრატიული ძალები იუწყებიან, რომ აშშ-სთან ერთად განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" პრესმდივანი.

ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, 27 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ სირიაში აშშ-ის რეიდის დროს მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

ქურთთა ხელმძღვანელმა, მაზლუმ აბდიმ ტვიტერით დაწერა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" პრესმდივანი, აბუ ჰასან ალ-მუჰაჯირი მიზანში ამოიღეს ქალაქ ჯარაბლუსთან ახლოს მდებარე სოფელში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქურთთა ძალების დაზვერვისა და აშშ-ის არმიის კოორდინირებული ოპერაციის დროს. მოგვიანებით, ქურთთა ძალების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, პრესმდივანმა მუსტეფა ბალიმ ასევე ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მუჰაჯირი მოკლეს.

მუჰაჯირის სიკვდილი დაადასტურა ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიამ, ლონდონში განთავსებულმა ორგანიზაციამ - მისი ცნობით, ის იყო ერთ-ერთი "ისლამური სახელმწიფოს" ხუთი მებრძოლიდან, რომლებიც ოპერაციის დროს მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG