Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას 1 ადამიანი დაშავდა


„ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

XS
SM
MD
LG