Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება მატარებლის ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული


თბილისის მეტროპოლიტენში 30 ოქტომბერს დილით მგზავრთა მომსახურების შეფერხება გამოიწვია ერთ-ერთი მოძრავ შემადგენლობის ტექნიკურმა ხარვეზმა. ამ ხარვეზის გამო საჭირო გახდა მატარებლის ხაზიდან მოხსნა და ჩიხში გადაყვანა, რასაც დაახლოებით 15-18 წუთი დასჭირდა - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი განმარტებით, მეტროსადგურ მარჯანიშვილზე ეს შემადგენლობა მგზავრებისგან დაიცალა, თუმცა მისმა გაჩერებამ გამოიწვია მოძრაობის შეჩერება და მგზავრთა მომსახურების შეფერხება. ამასთან ერთი მატარებელი დროებით ისნის გვირაბის ერთ-ერთ მონაკვეთზე, დაახლოებით 15 წუთი გაჩერდა.

მოძრაობა თბილისის მეტროპოლიტენში 8:43 წუთზე აღდგა. მეტროპოლიტენში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად რა ხარვეზით შევიდა ჩიხში მატარებელი, რომელმაც მეტროპოლიტენში მგზავრთა გადაყვანის შეფერხება განაპირობა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, 30 ოქტომბერს დილით მეტროში შექმნილმა პრობლემამ მოქალაქეთა ნაწილში პანიკური შიში გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG