Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი მიესალმა აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობისა და სეპარატისტთა ძალების დაშორიშორებას


იენს სტოლტენბერგი ოდესაში ვიზიტისას. 2019 წ. 30 ოქტომბერი.
იენს სტოლტენბერგი ოდესაში ვიზიტისას. 2019 წ. 30 ოქტომბერი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა უკრაინის სამთავრობო ჯარებისა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ძალების გაყვანას ფრონტის ხაზიდან აღმოსავლეთ უკრაინაში. ამასთან, მან კვლავ მოუწოდა მოსკოვს, რომ „სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები“.

„ჩვენ მივესალმებით დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას,“ თქვა სტოლტენბერგმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში ვიზიტისას 30 ოქტომბერს და დასძინა, რომ „ჯერ კიდევ გრძელი გზა არის გასავლელი, ვინაიდან ჯერაც ირღვევა შეთანხმება.“

სტოლტენბერგის თქმით, „ნატო ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია... თავისი ყველა ჯარისკაცის, ყველა ოფიცრის გასაყვანად“ აღმოსავლეთ უკრაინიდან.

გუშინ უკრაინის სამთავრობო ჯარებმა და სეპარატისტებმა დაიწყეს ძალების დაშორიშორების პროცესი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის რაიონის ქალაქ ზოლოტეში.

ლუგანსკისა და მეზობელი დონეცკის რეგიონებში უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტების ძალებს შორის კონფლიქტს 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული 13 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას მერე, რაც მიმდინარე თვეში მიღწეულ იქნა შეთანხმება ხუთწლიანი კონფლიქტის დასრულების თაობაზე, მხარეებმა დაიწყეს თავიანთი პოზიციებიდან დახევა ზოლოტესა და ახლომდებარე ქალაქ პეტრივსკედან.

XS
SM
MD
LG