Accessibility links

site logo site logo

ფილიპ რიკერი: კრემლის მოქმედებების შედეგად იტანჯებიან როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოქალაქეები


ფილიპ რიკერი

კრემლის მოქმედებების შედეგად იტანჯებიან როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოქალაქეები. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ფილიპ რიკერმა, ევროპასა და ევრაზიასთან ურთიერთობებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა.

რიკერმა რუსეთს ბრალი დასდო აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღებაში და ამ რეგიონში მის მოქმედებებს „ოკუპაცია“ უწოდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დონბასს უწოდა „ერთ-ერთი ადგილი, სადაც ყველაზე აშკარად ჩანს რუსეთის დამღუპველი გავლენა“. მან აღნიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში რეგიონში ათასობით ადამიანი დაიღუპა.

„[კრემლმა] მინსკის პროცესის ფარგლებში ვალდებულებები იკისრა [კონფლიქტის] მოგვარების გზის გამოსანახად და არ შეასრულა ეს ვალდებულებები. ჩვენ ჯერაც ველოდებით, როდის მოხდება ეს“, განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ „რუსეთის მოსახლეობა იხდის იმის საფასურს, რასაც აკეთებს მისი მთავრობა, და, რა თქმა უნდა, ამის საფასურს იხდიან უკრაინელები“. „ჩვენი სურვილია, არ ვხედავდეთ ასეთ სახიფათო საქციელს“, აღნიშნა ფილიპმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში ომი ხუთ წელზე მეტ ხანს გრძელდება. კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ სეპარატისტების დახმარებაში. მოსკოვი უარყოფს კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG