Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა ვეტო მოხსნა ნატოს წევრი ქვეყნების განცხადებას უკრაინის თაობაზე


პეტერ სიიარტო
პეტერ სიიარტო

უნგრეთმა ვეტო მოხსნა ნატოს წევრი ქვეყნების განცხადებას უკრაინის თაობაზე. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც დოკუმენტში გათვალისწინებულ იქნა ბუდაპეშტის წინადადებები კარპატისპირეთში მცხოვრებ უნგრულ თემთან დაკავშირებით.

უნგრეთმა დოკუმენტი დაბლოკა გუშინ - ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დღეს.

„ჩვენ არ ვართ მზად, მსხვერპლად შევწიროთ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები 150 ათასი ეთნიკური უნგრელის ინტერესები“, თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 30 დოკუმენტის დაბლოკვისას.

მინისტრის თქმით, განცხადების მზადების პროცესში ბუდაპეშტმა წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომლებიც უკრაინას დაავალდებულებდა, ყურადღება მიექცია უნგრული თემის უფლებებისთვის კარპატისპირეთში. მაგრამ ეს წინადადებები არ იქნა მიღებული. ამის შედეგად უნგრეთმა დოკუმენტს ვეტო დაადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG