Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრე ცაავა ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში მივიდა


„საკუთარ თავს ვეუბნები, როგორც ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და თან ძალას გაძლევს, რომ ატარო ჯვარი“, - თქვა პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლის შემდეგ.

გეგმების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პეტრე ცაავა პასუხობს: „მთავარია, რომ სულიერ გზას, ქრისტეს გზას, ღვთის გზას და ცხონების გზას არ ავცდეთ და არ გადავიდეთ. უსამართლობას და უწმინურობას არ უნდა შევეგუოთ; უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ; უსამართლობა - სამართლად. ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, რომ შერჩევითი სამართალი არ გვქონდეს, როგორც სახელმწიფოში, ასევე ეკლესიაში, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

როგორც პეტრე ცაავა ამბობს, ის ეპარქიაში რჩება და დაელოდება ეპისკოპოს გრიგოლის (კაციას) ჩამოსვლას. „აუცილებლად მოვძებნით სწორ გამოსავალს“, - თქვა პეტრე ცაავამ.

ყოფილი მიტროპოლიტი ეპისკოპოს გრიგოლთან შეხვედრასაც იხსენებს.

„გრიგოლ კაცია ჩემთან ივნისში იყო ჩამოსული, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი. მე მთელი გულისტკივილით მას ვესაუბრე არსებულ ცოდვებზე, არსებულ მდგომარეობასა და ჩემს გულისტკივილზე. ის, რომ მე ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას, ისე აზრი არ ჰქონდა. თითქოს მას გაუკვირდა და მის გულწრფელობაში უკვე ეჭვი მეპარება. ბოლოს, როდესაც ვუთხარი, რომ მაქვს, ამის მტკიცებულება, არ მიჭირს, რომ დავამტკიცო მხოლოდ რჯულის კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეკლესიურად. მეთქი, ყველაფერი მართალი, რომ აღმოჩნდეს, მაშინ, რას მეტყვი? მახსოვს, რუსულად მიპასუხა: Надо покрывать отца (მამა უნდა დაფარო). კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდორობა, უსამართლობა და ეს ყოველივე, რაც, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია, ეს არ არის შემთხვევითი, ნებისმიერი ცოდვის მონობა. ვუთხარი, რომ ამაში ვერ ვეთანხმები და ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, ჩვენ რუის-ურბნმა მოგვცა „ძეგლისწერა“, რომელიც სასტიკად გმობს ამ ყველაფერს", - ამბობს პეტრე ცაავა.

პეტრე ცაავამ ტაძარი რამდენიმე წუთში დატოვა და მრევლსა და სასულიერო პირებს დასვენებისკენ მოუწოდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG