Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა პირველი ნაბიჯი გადადგა დნესტრისპირეთიდან ჯარის გაყვანისკენ


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილმა მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოწესრიგება სწორი მიმართულებით მიდის.

აღნიშნული იგორ დოდონმა 1 ნოემბერს განაცხადა რადიოსადგურ „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, მას შემდეგ, რაც კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ ამა წლის დასაწყისში გამოთქმულ მზადყოფნაზე, განაახლოს სოფელ კონბასის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი მსხვილი იარაღის საწყობში თავმოყრილი საბრძოლო მასალის გატანისა და უტილიზაციის პროცესი.

1990-წლებიდან, როდესაც დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა დაიწყეს შეიარაღებული ამბოხი სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ, რუსეთი იქ ინარჩუნებს 1400-კაციან სამხედრო ქვედანაყოფს, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტს.

რადიოსადგურ „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში იგორ დოდონმა რუსეთის ამ მზადყოფნას, ჯარების გაყვანისკენ მიმართული „პირველი ნაბიჯი“ უწოდა.

ამასთან,დასძინა, რომ რუსეთს დნესტრისპირეთის რაიონში ჰყავს არა არმია, არამედ „რამდენიმე ასეული ჯარისკაცი, რომლებიც ძველ ჭურვებს იცავენ“.

დნესტრისპირეთი მოლდავეთს 1990 წელს, სეპარატისტული კონფლიქტის შემდეგ გამოეყო, თუმცა მისი დამოუკიდებლობა დღემდე არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

XS
SM
MD
LG