Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა რუსი გენერალი ნოგოვიცინი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცნობილი თავისი პრესკონფერენციებით


გენერალი ანატოლი ნოგოვიცინი

რუსული სააგენტოების ცნობით, სამშაბათს გარდაიცვალა გენერალ-პოლოკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეგულარულ პრესკონფერენციებს მართავდა სამაჩაბლოს რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

67 წლის გენერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს გენერალი ნოგოვიცინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო და სწორედ შტაბის შენობაში მართავდა რეგულარულ პრესკონფერენციებს, სადაც ჟურნალისტებს არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ქრონიკას აცნობდა, არამედ სამხედრო უწყების სახელით ულტიმატუმებსაც უყენებდა საქართველოს მხარეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა გენერალი ნოგოვიცინი გადააყენა გენშტაბის უფროსის მოადგილის თანადმებობიდან და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა საპენსიო ასაკის გამო.

გენერალ-პოლკოვნიკი ნოგოვიცინი დაჯილოდებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლით „სამხედრო დამსახურებისთვის“. მას მინიჭებული აქვს ასევე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპატიო ორდენი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG