Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში იწყება საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია


საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების 2017 წლის კონფერენცია ბათუმში
საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების 2017 წლის კონფერენცია ბათუმში

დღეს, 6 ნოემბერს ბათუმში გაიხსნება საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს.

რიგით მე-13 კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი.

კონფერენცია გაგრძელდება სამი სესიით, რომელზც განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ნატოში საქართველოს ინტეგრაცია და ჰიბრიდული საფრთხეები.

ხვალ, 7 ნოემბერს კონფერენციის მონაწილეები საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე იმსჯელებენ.

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG