Accessibility links

logo-print logo-print

სამი ავღანელი მოსამართლე დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


პაქტიის პროვინცია

სამი ავღანელი მოსამართლე დაიღუპა ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად პროვინცია პაქტიაში ქაბულთან დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.

პროვინციის გუბერნატორის სპეციალური წარმომადგენლის, მოჰამად აგას თანახმად, თალიბმა მებრძოლებმა გააჩერეს მანქანა, რომელშიც სამი მოსამართლე და ერთი საჯარო მოხელე იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა ისინი გადმოიყვანეს და დახვრიტეს.

თავად თალიბანს, რომელმაც მსგავსი ხელწერით არაერთხელ მოაწყო თავდასხმა ლოგარისა და პაქტიის პროვინციებში, არ აუღია თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG