Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Ryanair-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა


„გილოცავთ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია Ryanair საქართველოშია და პირველი რეისი შეასრულა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში!!!“ - „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ფეისბუკ“-ჩართვაში საზოგადოებას საზოგადოებას ამცნო, რომ Ryanair-მა ​ მარსელი-ქუთაისის რეისი შეასრულა.

ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს მეტი უცხოელი ტურისტის ჩამოსვლას. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები ევროპის მიმართულებით დაბალი ტარიფით იმგზავრებენ.

იაფი ავიაბილეთებით სახელგანთქმული ავიაკომპანია ქართველისთვის ევროპაში მოგზაურობის კარგი საშუალებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიით სარგებლობა ძვირ სიამოვნებად არ იქცეს, საჭიროა რამდენიმე თავისებურებისა და რეკომენდაციის გათვალისწინება.

გაეცანით სტატიას - როგორ ვიფრინოთ იაფად - ბიუჯეტური ავიაკომპანიების გამოყენების საიდუმლოებები

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG