Accessibility links

site logo site logo

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტში დღეს, 8 ნოემბერს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ბოლო, მეოცე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ.

გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2002-2009 წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალციხის კრიმინალურ პოლიციაში, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბერს დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა. საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს კენჭს პარლამენტის სხდომაზე უყრიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG