Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილსრესის" თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ


გარდაბნის თბოელექტროსადგურის 200-მდე მუშა-მოსამსახურე ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას განაგრძობს.

მესამე დღეა გაფიცულები არიან როგორც მუშები, ისე ტექნიკური პერსონალი. დღეს, 8 ნოემბერს ისინი თბოელექტროსადგურთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.

"სარეზერვო მე-3 და მე-4 ბლოკებისთვის სახელმწიფო "თბილსრესს" ყოველთვე 1,2-1,2 მილიონ ლარს უხდის, მთელი ჩვენი სახელფასო ფონდი კი, 200 ათასი ლარია", - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა გაფიცულმა, გოჩა ცეკვაშვილმა.

"თბილსრესში" დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 400-დან 800 ლარამდეა.

გაფიცულები 7 ნოემბერს შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. პროცესში ჩართვას აპირებს გაერთიანებული პროფკავშირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG