Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასაძის მხარდამჭერები ლევან აკინის ფილმის ჩვენების ჩასაშლელად კახეთიდან ჩამოდიან


ლევან ვასაძის ჰომოფობიური ჯგუფის წევრები კახეთიდან თბილისში ჩამოდიან ლევან აკინის დრამის ჩვენების საწინააღმდეგო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დაგეგმილია ოსკარზე წარდგენილი ლგბტ თემატიკის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენება, რომელიც ქართული ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ვახო ბარბაქაძე - ლევან ვასაძის მხარდამჭერი - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლაგოდეხის სამი სოფლიდან თბილისისკენ გზას ადგას 30 ადამიანი. მისივე თქმით, გურჯაანიდან, ყვარლიდან, თელავიდან, საერთო ჯამში, 100-150 ადამიანი შეუერთდება თბილისში ლევან ვასაძის დაგეგმილ აქტივობებს.

ლევან ვასაძე - რომელიც სხვადასხვა დროს ორგანიზებას უწევდა ანტილგბტ დემონსტრაციებს - იმუქრება შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით. ამავეს აცხადებს სანდრო ბრეგაძის ჰომოფობიური ჯგუფი „ქართული მარში“ და გურამ ფალავანდიშვილი. ფილმის ჩვენება მიუღებლად მიაჩნია საქართველოს საპატრიარქოსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG