Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოთეატრი „ამირანი“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე მაყურებელს ადრე მისვლას სთხოვს


კინოთეატრი „ამირანი“, უსაფრთხოების მიზნით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების მფლობელებს ურჩევს, კინოთეატრში სეანსის დაწყებამდე, ადრე მივიდნენ:

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - აღნიშნულია „ამირანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

XS
SM
MD
LG