Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 ტონა იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა


ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკრაინიდან იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა. გაყინული ქათამი საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ უკრაინიდან შემოვიდა.

„7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23 380კგ) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სალმონელას ბაქტერიით დაბინძურებული საქონელი უკვე განადგურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG