Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა ჯეირანაშვილი: გაუქმებული ძველი განაჩენები არის პასუხი სასამართლოს დამოუკიდებელობაზე


გოჩა ჯეირანაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ იმის შესაფასებლად, რამდენად დამოუკიდებელი იყო სასამართლო 2004- 2012 წლებში, უნდა ვნახოთ, როგორ ასრულებდა იგი თავის ერთ-ერთ ძირითად, ხელისუფლების თვითნებობისგან შებოჭვის ფუნქციას:

„რამდენად ეფექტურად ახორციელებდა მოქმედი სასამართლო ხელისუფლების შებოჭვის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას? დღეს, არსებობს სასამართლოში შემოსული უამრავი საქმე, სადაც დადგენილია გარკვეული გარემოებები, რომლებიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაუქმოთ ძველი განაჩენები. აქედან გამომდინარე, პასუხიც ეს არის - ბევრი განაჩენი, რომელიც გამოტანილ იქნა 2004-2012 წლებში, დღეს გაუქმდა იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ სასამართლოს როლიც იყო ამ ხარვეზში“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გოჩა ჯეირანაშვილმა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას კითხვაზე, იყო თუ არა 2012 წლამდე სასამართლო დამოკიდებული პროკურატურაზე. „ეს ძალიან აინტერესებს ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ამომრჩეველს, ხაზგასმით მინდა ვთქვა სწორედ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

საქართველოს პარლამენტში დღეს, 8 ნოემბერს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ბოლო, მეოცე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.

გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2002-2009 წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალციხის კრიმინალურ პოლიციაში, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბერს დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა. საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, კანდიდატებს კენჭს პარლამენტის სხდომაზე უყრიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG