Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: სად მაქვს ფილმის დრო


სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს, - უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებული შეკითხვის პასუხად.

მისივე განცხადებით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.

„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

XS
SM
MD
LG