Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სულ მცირე 10 დემონსტრანტი დაიღუპა უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების დროს


7 ნოემბერი ბაღდადის ქუჩებში
7 ნოემბერი ბაღდადის ქუჩებში

სულ მცირე 10 დემონსტრანტი დაიღუპა ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და ქალაქ ბასრაში 7 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების შედეგად უსაფრთხოებისა ძალებსა და დემონსტრანტებს შორის. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ათობით ადამიანი დაშავდა ბაღდადში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გახსნეს, რათა შეეჩერებინათ დემონსტრანტების გადასვლის მცდელობა ცენტრალურ ბაღდადთან დამაკავშირებელ შუჰადის ხიდზე.

დემონსტრანტები შეეცადნენ აეღოთ ბარიერები და მდინარე ტიგროსის მეორე ნაპირზე მდებარე ე.წ. მწვანე ზონაში გადასულიყვენენ, სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო კვარტალი მდებარეობს.

ერაყში სულ უფრო ძლიერდება საპროტესტო ტალღა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გამეფებული კორუფციის, უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას და ქვეყანაში სწრაფი რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG