Accessibility links

site logo site logo

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ


კინოთეატრ "ამირანთან" პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, ბოლო 15 წუთის განმავლობაში პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. მათგან ერთი ტელეოპერატორია. დაკავებულები სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ავტომანქანებით გაიყვანეს.

ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ 2 პირის დაკავებას ადასტურებს. უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG