Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბერძენიშვილს კონოთეატრ "ამირანთან" სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს


„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ბერძენიშვილს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლებმა აიძულეს, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა.

ბერძენიშვილმა შეკრების ადგილი პოლიციის თანხლებით დატოვა. მას რამდენიმე ადამიანი მისდევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. საპასუხოდ, დავით ბერძენიშვილი ამბობდა: „ხალხს აქვს ფილმის ნახვის უფლება!“.

"ამირანთან" ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მოწინააღმდეგე, რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები იმყოფენიან. ისინი არ ემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას ტერიტორიის დატოვების შესახებ.

ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

XS
SM
MD
LG