Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის არჩევნების მეორე ტურში იბრძოლებენ იოჰანისი და დენჩილე


რუმინეთის მოქმედი, პროდასავლელი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიორიკა დენჩილეს.

10 ნოემბერს გამართულ პირველ ტურში იოჰანისმა, რომელსაც მმართველი, მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული ლიბერალური პარტია უჭერს მხარს, ხმათა 36,9 პროცენტი მოიპოვა, - იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმათა თითქმის 96 პროცენტის დათვლის შემდეგ.

იოჰანისი დაუპირისპირდება ხელისუფლებიდან ახლახან ჩამოშორებულ დენჩილეს, რომელიც მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს და რომელმაც პირველ ტურში ხმათა 23,5 პროცენტი მიიღო.

არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა რეკორდულად დაბალი იყო - 18 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან მასში მონაწილეობა მიიღო 48 პროცენტზე ნაკლებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG