Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ჩვენ, რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოზიცია გამოხატა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ.

„სამწუხაროა, რომ ამ თემებზე საჯაროდ გვიწევს პოლემიკაში შესვლა ერთმანეთთან, მაგრამ რადგან ასე მოხდა, კიბატონო. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ადამიანთან, თქვენ გარდა, გვქონდა, ასევე, საქმიანი საუბარი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, მე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ თემის ასე საჯაროდ გამოტანა”, - მიმართა მდინარაძემ მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ წავიდა.

მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება იყო და არის მიღებული.

„ჩვენ, რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

პროექტის განხილვა 13 ნოემბერს გაგრძელდება.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლიდან საქართველოში მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასა და ერთჯერადად, საარჩევნო ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს.

საქართველოს 150-წევრიან [დღეისთვის 148 წევრია] პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

XS
SM
MD
LG