Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ


„გამარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა შორისაა.

13 ნოემბერს, გვიან საღამოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოწინააღმდეგე რამდენიმე დეპუტატს. მათ შორის, მცხეთის და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძეს და ირაკლი შიოლაშვილს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს. უმრავლესობის კანონპროექტს მხარს უჭერენ ოპოზიციური ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

XS
SM
MD
LG