Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა დავიდ სანაკოევმა სხდომის დასაწყისში მოითხოვა, რომ დღის წესრიგში შესულიყო იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების, ვალიანა ლალიევასა და იგორ ნანიევისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი, რომელიც 20 დეპუტატის მიერაა ინიცირებული.

პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მანამდე სესიის დადგენილებით გაუქმდა პრეზიდიუმის მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ამ მინისტრებისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი.

მას მერე, რაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, დეპუტატები აღარ დაბრუნდნენ დარბაზში და სპიკერმა სხდომა გააუქმა.

ოპონენტები არაერთხელ ადანაშაულებდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს, ალან თადტაევს ორი მინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების გამიზნულ ტორპედირებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG