Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც რადიო თავისუფლებას გაფრინდაშვილის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა უთხრა, მას ინფორმაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით შეატყობინეს.

ლაფანაშვილის თქმით, 17:00 სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ექიმები და ახლობლები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG