Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ პირობებში ერთადერთი რაციონალური ნაბიჯი უნდა იყოს დიალოგი“


„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“, - განაცხადა 18 ნოემბერს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. ასე უპასუხა მმართველმა პარტიამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაწბილდა და პროტესტს გამოხატავს. ასე უპასუხა მან საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც დიალოგისკენ მოუწოდებს ყველა მხარეს. „როცა კრიზისიდან გამოსვლაა საჭირო, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა დიალოგიც შედგეს, კომპრომისიც და კონსენსუსიც იმისთვის, რომ ქართველი ამომრჩეველი არ იდგეს რუსთაველზე, არ სჭირდებოდეს ქართველ ამომრჩეველს, მაგალითად, პარლამენტის პიკეტირება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლევან კახიშვილი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ პოლიტიკის ანალიტიკოსი. როგორ იქცევა ხელისუფლება კრიზისების დროს და რატომ მოაქვს მის ნაბიჯებს კრიზისის გახანგრძლივება?

XS
SM
MD
LG